Sunday, May 16, 2010

საქართველო

საქართველოს საზღვრები მისი არსებობის დღიდან გამუდმებით იცვლებოდა...    იყო დრო, როდესაც მისი ტერიტორია სჰორს იყო გადაცჰიმული, მაგრამ ამჟამად საკმაოდ შევიწროებულია...

ამჟამად საქართველოს სახელმწიფოს განკარგულებაში არ შედის აფხაზეთისა და ოსეთის რეგიონები, რომლებიც რუსეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ დამოუკიდებელ რესპუბლიკებლად აღიარეს...

აფხაზეთის ომი (1992-93)



აფხაზეთის ომი 1992—93 წლებში იყო ომი საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის, რომელიც 13 თვეს გაგრძელდა. სეპარატისტთა მხარეს ასევე იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები (ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი), დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები, რომელთაც არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში.

 

კონფლიქტის მოგვარების ხელისშემშლელი ფაქტორები იყო სამოქალაქო ომი . . „ზვიადისტებთან“ (ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეებთან), რომელიც მიახლოებით იმავე პერიოდში განვითარდა დასავლეთ საქართველოშისამეგრელოსა და აფხაზეთში და ქართულ-ოსური კონფლიქტი.

 

კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 20,000-დან 30,000-მდე ეთნიკური ქართველი, ხოლო 250,000-ზე მეტი ადამიანი კი აფხაზეთიდან ლტოლვილი გახდა. კონფლიქტის განმავლობაში ორივე მხარის მიერ ჩადენილი იქნა უამრავი სამხედრო დანაშაული, მათ შორის ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა. მოკლული იქნა 2,500-დან 4,000-მდე აფხაზი, 20,000 აფხაზი კი ლტოლვილად იქცა.

 

 

პოსტ-საბჭოური საქართველოსთვის კონფლიქტის შედეგები ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ქვეყანამ მიიღო უდიდესი მსხვერპლი, უმძიმესი ფინანსური და ფსიქოლოგიური ზიანი. ომმა და ომის შემდგომმა უწესრიგო შეტაკებებმა აფხაზეთის ტერიტორია მთლიანად გააპარტახა. დღესაც აფხაზეთის რეგიონი, რომელიც საქართველოსგან დე ფაქტო დამოუკიდებლობით სარგებლობს, მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. მიუხედავად თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობისა, აფხაზეთის რეგიონი მთლიანად დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე. როგორც თვით აფხაზები აცხადებენ, რეგიონი რუსეთის ფედერაციისდე ფაქტო პროტექტორატია“.

 

     1992 წლის 14 აგვისტოს დილის შვიდ საათზე საქართველოს შინაგანი ჯარების კოლონამ ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა. ამის მიზეზად სარკინიგზო მაგისტრალის დაცვა დასახელდა.[2] თუმცა აშკარა იყო, რომ ამ აქციით სახელმწიფო საბჭომ ავტონომიულ რესპუბლიკაში სეპარატიზმის განეიტრალებას ცდილობდა. პირველი გასროლა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან მოხდა.[2] კონფლიქტი დაიწყო.

აფხაზეთის ომის ვიდეოები